უწყება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერი ხანძარია.

  • როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.

დეტალები: შსს-ში აცხადებენ, რომ დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

  • "რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება";
  • ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე".

უწყების ცნობით, რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების მიუხედავად, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.