ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 24 აგვისტოს დაესხნენ.

  • ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა პირდაპირ ეთერში მოხდა.

დეტალები: გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ, ხოლო საგამოძიებო უწყებებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

  • "ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია".