შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძრის ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერი ხანძარია.

  • როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.

დეტალები: გომელაურმა აღნიშნა, რომ თურქეთის დახმარება დღეს ხანძარს მნიშვნელოვნად დაეტყო — მისი თქმით, საფრთხე, რომ ცეცხლი მოსახლეობაზე გადავიდეს, არ არსებობს.

  • "დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს უჭირდათ ძალიან, დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე ავიაციამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა";
  • "შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა, მისმა გაფართოების არეალმა. არის, რა თქმა უნდა, ცოტა მომატებული, წითელ ზონას არ გასცდენია შემიძლია ვთქვა, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი გადასული იყო და იქ იყო ახალ-ახალი კერები იყო".

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.