რუსეთში მცხოვრები კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის ქმარი, ვასილი ბროვკო იმ 62 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც კანადამ პუტინის რეჟიმთან სიახლოვისა და თანამოაზრეობის გამო სანქციები დაუწესა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქცირებული პირებს შორის არიან რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის გუბერნატორები და რეგიონის ხელმძღვანელები, მათი ოჯახის წევრები და თავდაცვის სექტორის უწყებების მაღალი რანგის ჩინოვნიკები.

  • თავად თინა კანდელაკი ლატვიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

კანდელაკის თქმით, ქმრის გარეშე არსად ისვენებს და ახლა მისი პერსპექტივები შეუძლებლად შემცირდა.

  • "ახლა ხომ ვეღარ ჩავფრენილვარ კერძო თვითმფრინავით კვებეკში, ჩემს შალეში. ვეღარ შემივლია იქ ჩემი პირადი, 6-მეტრიანი მაიბახით და ვეღარ დამინახავს, როგორ გვესალმებიან კანადელი მოსამსახურეები მე და ჩემს ქმარს".

  • "რას ვიზამთ, კიდევ ერთი ქვეყნის გადახაზვა მომიწევს ჩემს რუკაზე. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმსა და სევასტოპოლს!"