სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასაკლაოებში დაკლულია 74 400 სული პირუტყვი, მათ შორის 56,3% მსხვილფეხა, ხოლო 43,7% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). ამ პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 463 200 ერთეულს შეადგენს.

2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18,9% მდებარეობს იმერეთში, 17,6% - ქვემო ქართლში, 14,9% - კახეთში, 13,5% - შიდა ქართლში, 12,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 23% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

სასაკლაოებმა აღნიშნულ პერიოდში 8021,2 ტონა ხორცი აწარმოეს, (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 39,6% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42,3% - ფრინველის, 16,1% - ღორის, 2% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,001% - სხვაზე.