საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე წიწვოვანი ხე მოჭრეს, ქალაქის გამწვანების სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ კი ტელევიზიასთან სატელეფონო ინტერვიუში განმარტა ხის მოჭრის მიზეზი:

"მოჭრილი ხე გამოიყურება ჯანსაღად მაგრამ ჯანმრთელი არ იყო და ტყეში ამოსულს ჰგავდა."

ჭანუყვაძისვე თქმით, მას აღნიშნულის გამო ბათუმის მერმა შენიშვნა მისცა, რასაც თავად არ იზიარებს და ამბობს, რომ ქალაქში გააგრძელებს იმ ხეების მოჭრას, რომელიც იქნება "უსახური და ამორტიზებული." როგორც ჭანუყვაზე ამბობს, უკვე აღრიცხულია 20 ხე, მათ შორის არის ტყემალი და მუშმულა:

"ზოგი მუშმულა კარგად გამოიყურება, მაგრამ იმ ადგილზე ყოფნა, სადაც არის არ ეკუთვნის. ქუჩაში ნარგავებს სისტემის სახე უნდა ჰქონდეს.”