ამის შესახებ უკრაინსკა პრავდა კრასნოდარის ოჯახისა და ბავშვთა ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აგრესორ სახელმწიფოს ომის დაწყებიდან თავის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები იძულებით გადაჰყავს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს თქვა, რომ რუსებს მარიუპოლიდან 2 000-ზე მეტი ბავშვი ჰყავდათ გატაცებული;
  • ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან გატაცებული ბავშვების რაოდენობა 5 754-ს აღწევს.

დეტალები: რუსული უწყების საიტზე გამოქვეყნებულია განცხადება სათაურით — ბავშვები მარიუპოლიდან ახალ ოჯახებს ეძებენ.

  • ტექსტში აღნიშნულია, რომ "გათავისუფლებული" მარიუპოლიდან წაყვანილი ბავშვები ახლა ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალთაის მხარეში იცხოვრებენ;
  • მათივე ცნობით, 300-მდე ბავშვი "ახალი ოჯახის" მოლოდინში ამჟამად კრასნოდარში, სპეციალიზებულ დაწესებულებაშია;
  • ბავშვების არალეგალურად აყვანისთვის რუსებს უწყება ერთჯერად გადასახადს სთავაზობს.

ბავშვები ომში: რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 374 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.

  • არასრულწლოვნებს ახლობლებთან ერთად ან სრულიად მარტოს უწევთ, დატოვონ სახლი და გახდნენ დევნილები/ლტოლვილები;
  • ოკუპანტები კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ და აუპატიურებენ არასრულწოვნებს — რუსული პროპაგანდა კი დღემდე ომს "განმათავისუფლებელ მოძრაობად" ფუთავს.