ბათუმში, ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლს ჩხრეკენ.

ევორპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძის მიიჩნევს, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმის განხილვაში მონაწილე წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა სერიოზულ ეჭვს ბადებს. მისივე აზრით, ის, რომ ევროსასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე და განხილვის პროცესშია რუსთავი 2-ის საქმე, შესაძლოა, ხელისუფლების შურისძიებაზე მიუთითებდეს:

"ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე."

On.ge ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.