პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირება არაა რთული, რადგან ის ეფუძნება აშკარა მოტორულ სიმპტომებს, როგორებიცაა, კანკალი, გაშეშებულობა და შენელებული მოძრაობა, თუმცა ეს სიმპტომები დაავადების გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში იჩენს თავს. ახლა MIT-ის ინჟინერთა გუნდმა დინა კატაბის ხელმძღვანელობით განავითარა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც მხოლოდ ადამიანის სუნთქვაზე დაყრდნობით შეუძლია პარკინსონის დაავადების დადგენა.

მოდელი წარმოადგენს ნეირონულ ქსელს, ერთმანეთთან დაკავშირებულ ალგორითმებს, რომლებიც ადამიანის ტვინის მუშაობას იმიტირებენ და ძილში ადამიანის სუნთქვის მიხედვით აფასებენ, აქვს თუ არა მას პარკინსონი. ნეირონულ ქსელს ასევე შეუძლია დაავადების სტადიის განსაზღვრა და მის პროგრესირებაზე დაკვირვება.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

წლების მანძილზე მკვლევრები პარკინსონის დიაგნოსტირებისთვის იყენებდნენ თავზურგვიტინის სითხესა და თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, თუმცა მსგავსი მეთოდები ინვაზიური, საკმაოდ ძვირია და საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრებზე წვდომას, რაც ართულებს ხშირ სამედიცინო შემოწმებასა და დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას.

MIT-ის მკვლევრები ამბობენ, რომ ამ ხელოვნურ ინტელექტს პარკინსონის დიაგნოსტირება თქვენს სახლში ძილისას თქვენი სხეულის შეუხებლად შეუძლია. ამ მიზნით გუნდმა შექმნა Wi-Fi-ის როუტერის მსგავსი ხელსაწყო, რომელიც, დამონტაჟების შემდეგ, უშვებს რადიო სიგნალებს, აანალიზებს გარემოდან მათ ანარეკლს და იჭერს ადამიანის სუნთქვის სიხშირეს. სუნთქვის სიგნალი გადაეცემა ნეირონულ ქსელს, რომელიც აფასებს, რამდენად აქვს პიროვნებას პარკინსონის დაავადება.

"პარკინსონსა და სუნთქვას შორის კავშირი 1817 წელს ჯეიმზ პარკინსომა აღმოაჩინა. ამან გვიბიძგა, რომ პარკინსონის დიაზნოზი დაგვესვა არა მოძრაობაზე, არამედ სუნთქვაზე დაკვირვებით", — ამბობს კატაბი. "ზოგი სამედიცინო კვლევით, რესპირატორული სიპტომები მოტორულ სიმპტომებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება გაცილებით ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი".

პარკინოსნი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ნეიროლოგიური დაავადებაა და ალცჰაიმერის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული აშლილობაც. მარტო აშშ-ში დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს აქვს ეს დაავადება და სახელმწიფოს მათზე ზრუნვა $51,9 მილიარდი უჯდება. საცდელი ალგორითმი გამოსცადეს 7 687 ადამიანზე, ამთ შორის 757-ს პარკნსონის დაავადება ჰქონდა.

კატაბი აღნიშნავს, რომ ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს პარკინსონის წამლების განვითარებისა და პაციენტების კლინიკური მოვლისთვის. "ჩვენი კვლევის შედეგებით შესაძლებელი იქნება მოკლე დროში უფრო ნაკლები მონაწილით კლინიკური ცდების დაჩქარება და წამლების სწრაფი განვითარება. მოდელს ასევე ფართო გამოყენება ექნება იმ დასახლებებში, რომლებიც კლინიკებისგან არიან დაშორებულნი და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლის დატოვება", — ამბობს ის.

"ჩვენ ამ საუკუნეში თერაპიული გარღვევა ჯერ არ გვქონდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ დაავადებების დიაგნოსტირების არსებული მეთოდები არ იყო ეფექტური", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რეი დორსი. ის აღნიშნავს, რომ ეს მოდელი არის ყველაზე დიდი ძილის კვლევა, რომელიც კი პარკინსონზე ჩატარდა. "ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდება დაავადება ბუნებრივ პირობებში და ამ ხელსაწყოთი ახლა შესაძლებელია ადამიანთა სახლებში ობიექტური, რეალურ პირობებზე დაფუძნებული შეფასება და დიაგნოსტირება. ანალოგი რომ მოვიყვანოთ — პარკოინსონის დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდი ჰგავს ქუჩის ლამპიონს, რომელიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე ანათებს, ხოლო ამ მოდელით კი ჩვენ მთელი წყვდიადის გაფანტვა შეგვეძლება."