სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერი ხანძარია.

  • როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.

დეტალები: შსს ამბობს, რომ ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი და სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • "ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს".
  • სამინისტროს თქმით, ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია, დაახლოებით, 1 200 ადამიანი — 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
  • ამასთანავე, ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.