საქართველოს პარლამენტის წევრს, ენძელა მაჭავარიანს ქართული ოცნებიდან ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიისთვის მიყენებულმა ზიანმა საქართველოს ბიუჯეტის 10-მაგ ოდენობას გადააჭარბოს. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

"ამ დაფინანსებას, რომელსაც იღებს ტრადიციული კონფესიები და მართლმადიდებლური ეკლესია ჰქვია ნამდვილად კომპენსაცია. ეს კანონში ჩაწერილია და მიღებულია, როგორც კომპენსაცია... მე მესმის, რომ თუ ზიანს დაადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიისას, რაც საბჭოთა კავშირის წლებში მიადგა, იმას შეიძლება საქართველოს 10 ბიუჯეტი არ ეყოს," - თქვა მაჭავარიანმა.

საქართველოს ბიუჯეტში წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 25 მილიონია გათვალისწინებული. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ეკლესიას უსასყიდლოდ ან მინიმალურ ფასად გადაეცემა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონება.