საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ძლიერია ხანძარია.

  • როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები.

დეტალები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

  • მათივე ცნობით, ამ დროისათვის ხანძრის ქრობის ღონისძიებაში 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელია ჩართული.
  • ამას გარდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
  • 21 აგვისტოს ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.