ნეტფლიქსის განცხადებით, მსახიობი დენ ლევი Sex Education-ის მე-4 სეზონში მიიღებს მონაწილეობას. დენ ლევი მაყურებლებმა Schitt's Creek-ში შესრულებული როლით გაიცნო, რომლისთვისაც მსახიობი ემიზე იყო ნომინირებული.

ნეტფლიქსის განცხადებით, გარდა იმისა, რომ შოუს ახალ სეზონში ლევი მიიღებს მონაწილეობას, სერიალს პატრიცია ალისონი და ტანია რეინოლდსი ტოვებენ. "ეს შოუს პროგრესისთვის ბუნებრივი მოვლენაა. როცა სერიალს ბევრი პერსონაჟი ჰყავს, ზოგიერთი უნდა წავიდეს, რათა ახლები გამოჩნდეს, რაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა", — განაცხადა რეინოლდსმა.

ფოტო: Netflix

შეგახსენებთ, რომ დენ ლევის მონაწილეობით Schitt's Creek, რომელსაც 7 წლის განმავლობაში იღებდნენ, 2020 წელს დამთავრდა. "ბოლო წლების განმავლობაში ეს შოუ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. შოუს ისტორიებში მონაწილეობა, პერსონაჟების შექმნა და მათი ზრდის ყურება — დიდი პრივილეგია იყო, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები", — განაცხადა დენ ლევიმ.

Sex Education-ის მე-4 სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, რომელიც სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება.