რას აღნიშნავს თეგეტა ჰოლდინგის კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?
"სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია", "ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის", "კატალიზატორის გარეშე მანქანა მომწამვლელ გამონაბოლქვს გამოყოფს" – თბილისის ქუჩებში, ალბათ, უკვე შეამჩნიეთ საგზაო ნიშნები ამ და სხვა წარწერებით.
ეს ნიშნები თან ჰგავს რეალურ სიმბოლოებს და თან სრულიად განსხვავებულ აკრძალვებსა და საინფორმაციო მაჩვენებლებზე მიგვითითებს, იმაზე, რაც საგზაო მოძრაობის წესებში არ წერია, თუმცა მათი გათვალისწინება აუცილებელია ჩვენი თუ სხვისი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისათვის.
საგზაო მოძრაობის ახალი ნიშნები თეგეტა ჰოლდინგის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდეს. ასეთი 20-მდე სიმბოლოა და თითოეული მძღოლებისა თუ ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.
კამპანიაზე, თეგეტასთან ერთად, საკმაოდ დიდი გუნდი მუშაობდა. პროექტის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძეა, კრეატივ სტრატეგი და კოპირაიტერი — ელენე დანელია, ახალ საგზაო ნიშნებზე კი სააგენტო ჰოლი მოტორსმა იმუშავა.
ახალი საგზაო ნიშნები მიგვითითებს, ვიაროთ ფრთხილად, ისე რომ საფრთხე არც საკუთარ თავს შევუქმნათ და არც სხვას.
ამ კამპანიის რამდენიმე სიმბოლო გვეუბნება, რომ აუცილებელია, ვიზრუნოთ გარემოზე.
სპეციალურად შექმნილი ეს საგზაო ნიშნები გვაფრთხილებს, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ საჭესთან უნდა ვიყოთ ყურადღებით, ფხიზლად და დავიცვათ გადაადგილების წესები უფროსებისა და ბავშვებისთვის.
დაბოლოს, კამპანია "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" გვახსენებს იმ ჭეშმარიტებებს, რაზედაც ყველა ვთანხმდებით, ან უნდა ვთანხმდებოდეთ.
რა თემებზე უნდა ყოფილიყო ახალი საგზაო ნიშნები — კამპანიის დაგეგმვამდე გამოკითხვა ჩაატარეს სოციალურ ქსელში, ქუჩაში, თავშეყრის ადგილებში. ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. შედეგად, ძალიან მოკლე დროში 10 000-მდე ადამიანის პასუხი მიიღეს, რომელზე დაყრდნობითაც საგზაო ნიშნები სწორედ მათი წუხილების გათვალისწინებით შეარჩიეს.
ჰოლი მოტორსმა ბრიფის მიღებისას უკვე იცოდა, რა პრობლემებს ხედავდნენ ადამიანები საგზაო მოძრაობის კულტურაში. პროექტზე იმუშავეს დიზაინერებმა: ნიკოლოზ კუმბარმა, ანუკი კონიაშვილმა, გიორგი ხარძიანმა, თათა გუშარაშვილმა, დევიდ დრონმა და ნინო ყაველაშვილმა.
სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი გიორგი ავალიანი გვიყვება, რომ ეს პროექტი მათი გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო.
გიორგი ავალიანი, ჰოლი მოტორსის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი: "დიზაინით პრობლემის გადაჭრა და ხალხის ალაპარაკება არ არის მარტივი. შესაბამისად, ამ ამბავში ჩვენი ჩართვა ნამდვილად ერთგვარი გამოწვევა იყო, თუმცა ამავე დროს ძალიან კარგი შესაძლებლობაც აღმოჩნდა ჩვენთვის"
ამბობს, რომ თავად მუშაობის პროცესი მარტივი არ იყო. მათ უნდა შეექმნათ ნიშან-სიმბოლოები უკვე იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, მიეცათ რჩევები, როგორ შეეცვალათ ის მანკიერი ქცევები, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო საგზაო კულტურისათვის.
"ჩვენთვის ეს არ ყოფილა მარტივი, წრეში ჩახატული ნიშნები და მათი განმარტებები. თითოეულ სიმბოლოზე ზუსტად ისე ვიმუშავეთ, როგორც ლოგოზე ვმუშაობთ ხოლმე.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ნიშნები აუცილებლად ადვილად აღქმადი უნდა ყოფილიყო, წარწერები — კარგად კითხვადი. აუცილებლად უნდა მიგვემსგავსებინა რეალური სიმბოლოებისთვის, თუმცა განსხვავებული ელემენტები უნდა შეგვეტანა, რათა დაბნეულობა არ გამოგვეწვია. თანაც, არ გვინდოდა, კარიკატურული გამოსულიყო, დახვეწილი სიმბოლოები გვჭირდებოდა.
ძალიან მოკლე დროში უდიდესი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში. სიმბოლოების ნაწილი უკვე შევქმენით, ნაწილზე განახლებულ ვებგვერდზე შემოსული უკუკავშირის შემდეგ ვიმუშავებთ და იმის მიხედვით შევქმნით ვიზუალებსა და გზავნილებს, — ამბობს გიორგი ავალიანი.
იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე კამპანიის ფარგლებში ალტერნატიული საგზაო ნიშნების ბანერები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში განთავსდა.
მარიამ კარკალაია, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი: "ახალი საგზაო ნიშნებისთვის ალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ ქუჩის გარე ბანერები, შესაბამისად, მძღოლებსა და ქვეითებს ჩვენი გზავნილები თავს უშუალოდ ქალაქში მოძრაობისას შეახსენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ნიშნების შინაარსიც ლოკაციებს მოვარგეთ და კონკრეტული სიმბოლოები სწორედ იმ წერტილებში განვათავსეთ, სადაც მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ ამ თემაზე საუბრით შევძლებთ, ერთობლივი ძალისხმევით უკეთესობისკენ შევცვალოთ საგზაო მოძრაობის კულტურა".
თეგეტა ჰოლდინგი საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებაზე ზრუნვას სამომავლოდაც გეგმავს და დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნას აპირებს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები