ბეჭდების მბრძანებელში საურონის როლის შემსრულებელმა, სალა ბეიკერმა ამის შესახებ UAnimals ორგანიზაციის ვიდეოში ისაუბრა, სადაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯონ ტოლკინის სამყაროში ორკები ბნელი ძალის მსახური, სასტიკი არსებები არიან და ყველაფერს ანადგურებენ.

  • სარუმანი კი მთავარი ბოროტმოქმედია, რომელსაც ისინი ემორჩილებიან.
  • რუს ოკუპანტებს უკვე წლებია ადარებენ ორკებს, თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ეს უფრო აქტუალური გახდა.

დეტალები: "საურონი" ამბობს, რომ "ორკი დიასპორის სახელით" აქვს თხოვნა უკრაინელებთან — რუსები ორკებად არ მოიხსენიონ. სალა ბეიკერი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის შეურაცხმყოფელია.

  • "ბეჭდების მბრძანებელში საურონი ვიყავი, მაგრამ შოკირებული ვარ იმ აბსოლუტური ბოროტებით, რომელსაც უკრაინელები ებრძვიან".