სოსო გოგაშვილი

19 Aug. 2022, 13:14

ქოცებო, გავიგე მამა-მარჩენალს ძალიან დაუტუქსიხართ ცუდად შესრულებული დავალების გამო და ახლა ამზადებთ გენერალურ შეტევას ჩემზე, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხო უკვე დააანონსებინეთ "ვიტალი ხაზარაძეებს": რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია, არანაირ შედეგს არ მოგცემთ, მით უფრო ამას გადაფარავს თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები.

ისე ხომ არ ჯობია "სუკის" ბებერი "ვოლკის" ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად, მაგრამ შემდეგ ხომ ციხიდან გაშვება მოგიწევთ ჩემი, მოკლედ შარში ხართ.

პ.ს. ახლა არ გამოდგათ "ვიტალი ხაზარაძე" და არ ათქმევინოთ, აი თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლიუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?

პ.პ.ს. მალე: როგორ იწრთობოდა POSTV სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები. (ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე)


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ