ჰო კარგია სწრაფი ინტერნეტი, ფეისბუქის სქროლვა ყველა კუთხე-კუნჭულიდან, ჩეთაობა, უფასოდ რეკვა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში? კი, ძალიან, მაგრამ აქამდე ეკლიანმა გზამ მოგვიყვანა და რომ არ დაგვავიწყდეს რა ტანჯა-წამება გვაქვს გამოვლილი და უფრო მეტად რომ დავაფასოთ დღევანდელი კომფორტი, გავიხსენოთ რა დღეში ვიყავით:

1. ახლა რომ მთელი ინტერნეტი ცალ ხელში გვეტევა, მაშინ მხოლოდ ასეთი მოწყობილობებით შეგვეძლო კავშირზე გასვლა.

ფოტო: imgur.com

2. ინტერნეტს ტელეფონის ხაზით ვუკავშირდებოდით.

ფოტო: Cookie_cutter / Getty Images

3. ინტერნეტში შესვლის დროს გაუჩერებლად ისმოდა ასეთი ხმა:

4. არჩევანი ტელეფონსა და ინტერნეტს შორის უნდა გაგეკეთებინა.

ტვიტერის მომხმარებლის პოსტი: "ფრაზა, რომელსაც ვეღარასდროს მოვისმენ - ბეტ, დაკიდე ყურმილი, ინტერნეტში უნდა შევიდე!"

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ღამით შესვლა იყო, როცა ოჯახის წევრები დაიძინებდნენ და ინტერნეტის წუთობრივი ტარიფიც ნახევრდებოდა.

5. ასეთი საშინელი შესახედავი იყო ბრაუზერების უმეტესობა.

ფოტო: Netscape / reddit.com

თუმცა თუ თქვენი მშობლების ან უფროსი ასაკის ნათესავების ახლანდელ ბრაუზერებს ჩახედავთ, ბევრად უარესი სურათი დაგხვდებათ, ათასობით ექსთენშენებით და სერჩ-ბარებით გამოტენილი.

6. Yahoo საძიებო სისტემების ლიდერი იყო, ჰქონდა უამრავი ფუნქცია და დირექტორიადაც გამოიყენებოდა.

ფოტო: Yahoo

7. ვებ-დიზაინის პიკი ასეთი იყო.

ფოტო: pinterest.com

მოფრიალე დროშები, ბრჭყვიალა კლიპარტები, მორბენალი სტრიქონები და ა.შ.

8. თუ ძალიან გაგიმართლებდათ, საუკეთესო შემთხვევაში, ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ, ფოტოები ასე იხსნებოდა.

ფოტო: Twitter: @Complex

9. ნებისმიერი საიტის მისამართის წინ WWW უნდა აგვეკრიფა. სხვა შემთხვევაში, საიტი უბრალოდ არ გაიხსნებოდა.

ფოტო: Srdjan111 / Getty Images / Via Twitter: @blonde_kars

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლაც ასე შედიან სხვადასხვა საიტებზე, www.on.ge საჭირო აღარ არის, უბრალოდ on.ge-ც საკმარისია.

10. Google Map-მდე MapQuest იყო, რომელიც მიმართულებებს სიტყვიერად, სპეციალური ნიშნებით გიხსნიდა.

ფოტო: reddit.com

მისი გამოყენება მხოლოდ კომპიუტერით შეიძლებოდა, ამიტომ პროგრამის მითითებები ფურცელზე უნდა ამოგებეჭდათ, ან ხელით უნდა ამოგეწერათ.

11. ყველაზე პოპულარული მესენჯერი ICQ იყო, რომელიც რეგისტრაციის შემდეგ სპეციალურ კოდს განიჭებდა.

კოდი თუ დაგავიწყდებოდათ, ხელახლა მოგიწევდათ დარეგისტრირება. ICQ ახლაც არსებობს და მობილური აპლიკაციებიც კი გამოუშვეს.

12. შემდეგ გამოჩნდა რევოლუციური პროდუქტები, MSN და Yahoo Messenger.

ფოტო: imgur.com

ამ ორი მესენჯერის მომხმარებლებს შორის მუდმივი დავა მიმდინარეობდა - ცხადია, იმის შესახებ, თუ რომელი სჯობდა. Yahoo-ს მომხმარებლების ძირითადი არგუმენტი კარგი სმაილები იყო, ხოლო MSN-ისტები სიმარტივესა და სისწრაფეს აფასებდნენ.

13. სოციალურ ქსელებამდე იყო mIRC, IRC ჩეთის კლიენტი, რომელშიც სხვადასხვა არხებზე შევდიოდით და გაუთავებლად ვჩეთაობდით.

#Tbilisi, #TBrock, #Rockge, #komunikatori და ა.შ. ქართული არხები იყო.

14. სიმღერებსა და პროგრამებს ასეთი პროგრამებით ვიწერდით, LimeWire, Napster, eMule.

ფოტო: imgur.com

ვირუსის აკიდების რისკი ძალიან დიდი იყო, მაგრამ რა გვექნა? დროთა განმავლობაში ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა ე.წ. "ვარეზნიკები" ააწყეს და მერე იქიდან ვიწერდით ყველაფერს. ამ მხრივ, ქართულ ინტერნეტში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ პროგრამის გადმოსაწერად ან ფილმის სანახავად მხოლოდ ბრაუზერია საჭირო.

15. "მოქაჩვის" პროცესს, მთელი საუკუნე მიჰქონდა.

ფოტო: IMGUR

DSL-ის პირველი პროვაიდერების გაჩენისას, ქალაქში დადიოდა ლეგენდები, რომ "ვიღაცის ძმაკაცმა სიმღერა 5 წუთში მოქაჩა".

16. სიმღერებს Winamp-ით ვუსმენდით.

ფოტო: imgur.com

სხვათა შორის, არ იყო ურიგო პლეიერი...

17. ბოლოს კი, ყველაფერი კომპიუტერის გამორთვით მთავრდებოდა, რომელსაც ასეთი ხმა ჰქონდა:

ერთი სიტყვით, 90-იანები არც ტექნოლოგიის მხრივ იყო ტკბილი და რატომ გვენატრება, კაცმა არ იცის...