Dr. Dalika's ესთეტიკურ ცენტრში სიახლეებია. ზაფხულის სეზონზე, როგორც წესი, ესთეტიკის სერვისებზე მოთხოვნა იზრდება, მომხმარებელი კი ხშირად უპირატესობას ანიჭებს ისეთ ცენტრებს, სადაც მას ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ტექნოლოგიით ემსახურებიან. სწორედ ასეთ სერვისს გთავაზობთ Dr. Dalika.

სიახლეა 2022 წელს გამოშვებული, ოქროს სტანდარტად აღიარებული, FDI სერტიფიკატის მქონე ბოლო თაობის ალექსანდრიტის ლაზერული ეპილაციის აპარატი, CANDELA GentleLase Pro U.

რა არის აპარატის უპირატესობები?

  • როგორც მუქი, ასევე ღია ფერის თმის ეფექტური მოცილება ყველა ტიპის კანზე
  • უნიკალური დაპატენტებული გაგრილების სისტემა, რაც უზრუნველყოფს უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურას
  • პროცედურის წინ არ საჭიროებს თმის გაპარსვას
  • შესამჩნევი შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ
  • აპარატში ინტეგრირებული პროგრამის საშუალებით, ხდება სწორი პარამეტრების ავტომატური შერჩევა კანის ტიპის და თმის ფერის გათვალისწინებით
  • აპარატის საშუალებით ასევე წარმატებით ხდება ზედაპირული პიგმენტური ლაქების (ჭორფლი, მზის ლაქები და სხვა) და წვრილი კაპილარების მოშორება, როგორც სახეზე, ასევე სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე
  • CANDELA-ის აპარატი ერთადერთია ლაზერული ეპილაციისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს სამედიცინო აპარატის სტატუსი
  • აღიარებულია ოქროს სტანდარტად ლაზერული ეპილაციის სფეროში და ფლობს FDI-ის სერტიფიკატს.
  • პროცედურა ტარდება კვალიფიციური ექიმ-დერმატოლოგების მიერ, სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.

ოქროს სტანდარტად აღიარებული CANDELA GentleLase Pro U დიდ დახმარებას გაუწევს მათაც, ვისაც ჭარბთმიანობა აწუხებს. ალექსანდრიტის ლაზერული ეპილაციის ამ აპარატით თმის მოცილება სხეულის ნებისმიერ ზონაზეა შესაძლებელი.

"ალექსანდრიტის მეხუთე, ბოლო თაობის ლაზერული აპარატი, CANDDELA Gentle Lase Pro U 2022 წლის მოდელი არის კომბინირებული და მრავალ პრობლემას აგვარებს", — ამბობს ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, კლინიკა Dr. Dalika's დამფუძნებელი დალიკა ანდღულაძე, — "განსაკუთრებით კაცებში ჭარბთმიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ამისათვის ოქროს სტანდარტად წოდებული ალექსანდრიტის ლაზერის მეშვეობით, მომხმარებელს ვთავაზობთ თმის მოცილებას სხეულის ნებისმიერ ზონაზე. აპარატს აქვს უნიკალური გაგრილების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურას".