დღეს, 18 მაისს, თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ვოლიერი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან და გერმანიის ელჩთან ჰაიკე ფაიჩისთან ერთად გახსნა.

ფოტო: თბილისის მერია

მერიის ინფორმაციით, ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.