ბელა ჰადიდმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში მუსლიმური კულტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, ასეთ გარემოში აღზრდილიყო. ბელა ჰადიდი ცნობილი მოდელის, იოლანდა ჰადიდისა და პალესტინელი მუჰამედ ჰადიდის შვილია. როგორც ბელამ აღნიშნა, პალესტინურ კულტურას მას შემდეგ დაშორდა, რაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა.

ბელა 4 წლის იყო, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ. "ყოველთვის მსურდა, რომ მამასთან მეტი დრო გამეტარებინა, მასთან ერთად ბევრი რამ მესწავლა და ზოგადად, მუსლიმურ კულტურაში აღვზრდილიყავი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მომეცა", — განაცხადა ბელა ჰადიდმა.

ფოტო: Getty Images

ბელა ჰადიდმა ბავშვობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლასში ერთადერთი არაბი გოგო იყო, რომელსაც რასისტულ მეტსახელებს ხშირად ეძახდნენ. "ჩემს მომავალზე ვერ ვფიქრობდი, ამიტომ ვცდილობდი, გაკვეთილებზე ყოველთვის უკან ვმჯდარიყავი. ბავშვობის მთელი ეს პერიოდი კი თავს მარტოსულად ვგრძნობდი", — დასძინა ბელა ჰადიდმა.

ფოტო: Reddit

ბელა ჰადიდმა მსახიობ რამი იუსეფთან მეგობრობის შესახებაც ისაუბრა, რომელთან ერთადაც ახლახან კომედიურ სერიალში — Ramy მიიღო მონაწილეობა. "რამადანის დროს რამიმ შემომთავაზა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და მელოცა, რაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ლამაზი მომენტია", — განაცხადა ბელა ჰადიდმა.

გარდა ამისა, ბელა ჰადიდი ნანობს, რომ თავისი წინაპრების გარეგნული ნიშან-თვისებები დაკარგა, რადგან რინოპლასტიკის ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა. "ნეტავ, ჩემი წინაპრების მსგავსი ცხვირი შემენარჩუნებინა, მგონი, ამას შევეგუებოდი", — აღნიშნა ჰადიდმა ინტერვიუში.