თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართა — პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნაკაიძეს ძალადობა და გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად.

  • პროკურატურის განცხადებით, ნაკაიძე დაზარალებულს იარაღით დაემუქრა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა.

დეტალები: პირველი არხის ცნობით, პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა.

  • მათი ინფორმაციით, როგორც პროკურორმა განმარტა, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ლაშა ნაკაიძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანია.

  • მომხდარს გამოეხმაურა მთავარი არხი და განაცხადა, რომ გმობს, ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას და ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს.
  • არხის ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას მათმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც დაშავებული ქალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, გამოიკითხა და მისი ჩვენების საფუძველზე ნაკაიძე დააკავეს.