ტოიოტას მარკის მოდელები გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა, თუმცა სხვადასხვა სეზონზე ნებისმიერი ავტომობილის შემოწმება უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია.

ზაფხულის დადგომასთან ერთად რეკომენდებულია, შემოწმდეს ავტომობილის კონდიცირების სისტემა, სავალი ნაწილი, ზეთები, ფილტრები და სათადარიგო ნაწილები. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელებს, ამ სერვისებით სარგებლობა 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ფასდაკლება ვრცელდება ტოიოტას ბრენდული აქსესუარების ონლაინ შეძენის დროსაც.

ფოტო: თეგეტა

გარდა ფასდაკლებებისა, "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" სექტემბრის ბოლომდე ტოიოტას ავტომობილებისთვის სპეციალური სერვისის კამპანია მოქმედებს. შეთავაზების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უფასოდ ჩატარდება ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოები.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს, ეკუთვნის თუ არა სპეციალური სერვისის კამპანია, ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს და მიჰყვეს ინსტრუქციას. თუ ავტომობილი აქციის ფარგლებში არსებული შეთავაზების პირობებს შეესაბამება, ტექნიკური მომსახურების ცენტრში უფასოდ შეამოწმებენ და საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილებით შეცვლაც.

მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალური სერვისის კამპანიით ისარგებლებენ, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილსა და აქსესუარზეა შესაძლებელი.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" აქციებით სარგებლობისას სერვისცენტრში ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.