ალბათ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მოსწავლეობა მაინც ყოველთვის იქნება პერიოდი, რომელსაც ხშირად გაიხსენებ. ახლა, როცა შენს შვილს სასკოლოდ ამზადებ და მის მიერ მოყოლილ ისტორიებს უსმენ, ხვდები, რომ სიტუაციები არა, თუმცა პატარ- პატარა დეტალები იცვლება. extra.ge-ზე ვიზრუნეთ, რომ შენს შვილს ისე გაუსწორო, როგორც შენ გინდოდა ბავშვობაში.

1. ზურგჩანთა

გახსოვს, რა სასიამოვნო იყო, როცა გულდასმით არჩევდი ისეთ ზურგჩანთას, მხოლოდ შენ რომ გექნებოდა კლასში და თან, ყველასთვის სასურველი იქნებოდა. ზუსტად ეგეთი ზურგჩანთები აქვს Aplacca-ს და გაუსწორე შენს შვილსაც.

2. პლანშეტური კომპიუტერი

თუ ადრე ტეტრისის რეკორდის მოხსნას ცდილობდით მთელი კლასი, დღეს პლანშეტების ეპოქაა, სადაც ნებისმიერ თამაშს გადმოწერს და საინტერესო ინფორმაციებსაც იპოვის. თან ზუსტად ისეთივე "ხილი", როგორიც შენ დროს ტეტრისის ქონა იყო. ჰოდა, გაუსწორე.

3. ნოუთბუქი

ნოუთბუქებს ახლა პირველი კლასიდანვე აჩვევენ, შენ დროს კი მისი ფუნქცია რომელიმე შორეული ახლობლის მიერ მოტანილ "ბამბანერკის" შემდგომში დაცლილ ყუთს ჰქონდა. მას კი extra.ge-ზე ნებისმიერი ლეპტოპი ძაან გაუსწორდება.

4. პენალი

გემახსოვრება, დაწყებით კლასებში რამდენი კალამი, ფანქარი, საშლელი დაგქონდა ერთდროულად. მათი თავმოყრა მარტივი ამბავი არ იყო და ამიტომ, პენალზეც არ ამბობდი უარს. ახლაც ისეთივე ინტერესით შეარჩევენ პენლებს ფერის ფორმისა და ზომის მიხედვით. extra.ge-ზე ყველანაირს უპოვი ისე, რომ არსად სირბილი არ დაგჭირდება.

5. ტექსტილის საღებავი

გახსოვს, როგორ იწყებდი სასკოლო სამზადისს? რა თქმა უნდა, ახალი ტანსაცმელი უპირველესი ნიშანი იყო, რომ სკოლა ახლოვდება. პირველ დღეს ჩასაცმელ ტანსაცმელსაც უდიდესი მონდომებით არჩევდი და კომპლიმენტებსაც ელოდი. ახლანდელ თაობას, საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი ძალიან უსწორდება. ჰოდა, ეს ტექსტილის საღებავი საშუალებას მისცემს ყველაზე ორიგინალური მივიდეს სკოლაში.

6. ლანჩის ჩანთა

დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვარდა სკოლის ბუფეტის ბულკები და ღვეზელები, თუმცა, სახლიდან წამოღებულს სულ სხვა გემო აქვს. თან, თუ ისეთი ლანჩის ჩანთით მიგაქვს, ყველას რომ მოსწონს. გაუსწორე და ლანჩის ჩანთებს extra.ge-ზე შეარჩევ.

7. ფერადი ფანქრები

თუ შენც გიყვარდა სხვადასხვა ფერებით რვეულის, მაგიდების, კედლების გაფერადება, დიდი ეჭვია, შენს შვილსაც უყვარდეს. ისეთი ფანქრები გვაქვს, ჯერ სახელდაურქმეველ ფერებს რომ აპოვნინებს. ზუსტად ვიცი, გაუსწორდება.

8. მაგიდა

მისთვის სამეცადინო კუთხის მოწყობისას გაითვალისწინე, რომ დიდხანს მოუწევს მეცადინეობა. ხომ გახსოვს, რომ 7 გაკვეთილის ერთ დღეში მომზადება მარტივი ამბავი არაა. ამიტომ, რომ არ დაიღალოს და ზურგი არ ეტკინოს, ეს მაგიდა შევარჩიეთ.

9. მაგიდის სანათი

Pixar-ის ანიმაციებზე თუ არ გაზრდილხარ და ამ მოსიარულე სანათის დანახვისას უეჭველად კარგის მოლიდინის გულისფანცქალი არ გქონია, არ მჯერა, რომ ბავშვობა გქონდა. აბა, ამ სანათს შეხედე. ჰგავს ხო?

10. სმარტ საათი

არ მითხრა, რომ "შპარგალკა" არც ერთხელ გაქვს გამოყენებული. სკოლაში უამრავი ხერხი არსებობდა, როგორ დაგეწერა ისე, რომ მასწავლებელს ვერ დაენახა. მერხზე ფანქრით ფორმულების ამოწერა, თითებს შორის ჩაწერა, ფეხსაცმელზე "შპარგალკის" მიკვრა და ა.შ. ჰოდა, სმარტ საათს, ბევრი სხვა სიკეთის გარდა, იცოდე, რომ ამ ხრიკისთვისაც იყენებენ.