თბილისის მერის განცხადებით, სამგზავრო ვადიანი აბონიმენტების პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან მოხდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე თვის წინ კალაძე ამბობდა, რომ სისტემის შემოღება მაისში იგეგმებოდა.

  • ახლა კი დაგვიანებას განმარტავს იმით, რომ ბანკებთან მუშაობამ "გარკვეული დრო წაიღო".
  • მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და თიბისი ბანკთან ყველაფერი შეთანხმებულია.

დეტალები: კალაძის განმატებით, სისტემაში ჩართვის შემთხვევაში მოხმარებლებს ცალკე სააბონიმენტო ბარათი არ დასჭირდებათ.

  • მისი თქმით, შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერი ვადიანი აბონიმენტი საკუთარ საბანკო ბარათს მიაბათ.
  • ვისაც სამგზავრო ბარათი უკვე შეძენილი გაქვთ, საბანკოზე მიბმას მას შემდეგ შეძლებთ, რაც აბონიმენტს მოქმედების ვადა ამოეწურება.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, სხვა ბანკებსაც შეუძლიათ ეს სერვისი თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ.

არქივიდან: სამგზავრო ბარათები და გადახდის ახალი სისტემა პირველი თებერვალს ამოქმედდა. ბარათების შეძენა თბილისის მეტროს სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშია შესაძლებელი.

  • ნახეთ სტატია On.ge-ს არქივიდან, სადაც შევეცადეთ გაგვერკვია ძვირდება თუ იაფდება — ვინ და რამდენს იხდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.