"ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ" — პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის" კამპანიას შეუერთდა
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია. როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ", — ამბობს პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც "თეგეტა ჰოლდინგის" კამპანიას შეუერთდა. ის დასძენს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე: "დანიშნულების ადგილამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია, რითაც შეგვიძლია შედარებით მარტივად გადავადგილდეთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ ვერ ვსარგებლობ, რადგან გაჩერებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. ყველა გაჩერებაზე არც იმის შესაძლებლობაა, რომ ავტობუსი სწორად მოუდგეს ჩემს ეტლს. სამწუხაროდ, არც მძღოლების გადამზადება ხდება, როგორ უნდა დაეხმარონ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და არც ის იციან, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულებაა".
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციფიკური და ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა ადაპტირებული გარემოა. რეგიონებსა და დედაქალაქში კი მსგავსი პირობები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოუწესრიგებელი ბორდიური, დაზიანებული პანდუსები, არასწორად გაჩერებული ავტომობილები შშმ პირებისთვის მოუგვარებელი პრობლემა და დამატებითი დაბრკოლებაა.
"ასეთ სიტუაციებში ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვშვები. ყოფილა შემთხვევა — დამირეკავს შესაბამის უწყებაში და მითხოვია, როგორმე უზრუნველეყოთ ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა ამაოდ. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ბორდიურზე მოვდიოდი ჩემს დასთან ერთად და უეცრად, ზუსტად ჩემს წინ გააჩერა მძღოლმა ავტომობილი. სამწუხაროდ, არც თხოვნამ და არც მუქარამ არ გაჭრა — მოგვაძახა, დამელოდეთ 10 წუთი და გავალო. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. სწორედ ეს უნდა მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და ავუხსნათ, რომ მათი კომფორტი სხვისთვის შესაძლოა საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს".
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ავტომობილი კონკრეტულად შშმ პირს ეკუთვნის და მასზეა გაფორმებული.
"თუ ავტომობილი შენ არ გეკუთვნის, სპეციალურ სადგომზე ვერ გააჩერებ. ეს დამატებითი ბარიერია, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა შშმ პირი, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ამის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს ავტომობილით გადაადგილებისას ხვდება. პრობლემაა ტაქსის გაჩერებაც, იმიტომ რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშნული. ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა შეიცვალოს რაღაცები, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად".
ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის" წამოწყებას შეუერთდა და ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
"ჩვენს მოსახლეობას არც მოწოდება უყვარს და არც მოთხოვნა, ამიტომ უბრალოდ ვთხოვდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტად გააზრებით, მეტი სიფრთხილით იმოძრაონ. საგზაო მოძრაობის მიმართულებით ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე მუდამ ვფიქრობ სხვის კომფორტსა და მათი უფლებების დაცვაზე, ასევე უნდა მოიქცეს ყველა. როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ", — ამბობს ირმა ხეცურიანი.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
კომენტარები