ანჯელინა ჯოლისა და ბრედი პიტის 17 წლის შვილი ზაჰარა სწავლას სპელმენის კოლეჯში გააგრძელებს. ამ ფაქტს ზაჰარას ორივე მშობელი უკვე გამოეხმაურა და შვილს წარმატებებიც უსურვა.

"ჩემი შვილით ძალიან ვამაყობ, ის ძალიან ჭკვიანია. კოლეჯში ზაჰარა თავის ნიჭს კიდევ უფრო განავითარებს. ზაჰარას ცხოვრებაში ეს საინტერესო და კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარი გზა და ინტერესები იპოვოს", — განაცხადა ბრედ პიტმა.

სპელმენის კოლეჯი, რომელიც 1881 წელს დაარსდა, ჯორჯიას შტატში მდებარეობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული კოლეჯი აფრიკული წარმომავლობის ქალებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტად ითვლება.

ფოტო: Getty Images

"პირველ რიგში, სტუდენტობას ვულოცავ ყველას, ვინ სწავლას ამ წლიდან იწყებს. სპელმენის კოლეჯი განსაკუთრებული ადგილია და ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრი სწორედ აქ გააგრძელებს სწავლას", — ასე მიულოცა სწავლის დაწყება ანჯელინა ჯოლიმ სპელმენის კოლეჯის პირველკურსელებს.

ზაჰარას დედა ემოციურად დაემშვიდობა და გარდა ამისა, ინსტაგრამზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ანჯელინამ შვილთან ერთად კოლეჯი მოინახულა და დირექტორსაც შეხვდა. შემდეგ კი ანჯელინა პირველკურსელების წვეულებასაც დაესწრო და არც ახალგაზრდებთან ერთად ცეკვა გამოსვლია ურიგოდ.

@watchtheyard Morehouse and Spelman alumni showing Angelina Jolie and her daughter how to hit the electric slide at their event in Los Angeles. @morehousela @naasclosangeles @angelinajolie @bcrainey @purplephy27 #Morehouse #Spelman #SpelmanCollege #AngelinaJolie ♬ original sound - Watch The Yard