დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 7-დან 14 აგვისტოს ჩათვლით აღწერილი მონაცემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ აახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.
  • ამავროულად შემცირებულია საინფორმაიო კამპანია ვაქცინაზე, შესაბამისად, ვაქცინაციის და ბუსტერ დოზის გაკეთების მაჩვენებელი.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 12 766.

  • სულ ჩატარდა 74 398 ტესტი;
  • ბოლო 7-დღის დადებითობის მაჩვენებელია 16,58%.
  • ბოლო 14 დღის — 16,70%
  • მათივე თქმით, ლეტალობა 1% არის, გამოჯანმრთელება კი — 99%.

იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გუშინ, 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მიმდინარე ან მომავლ კვირას, შესაძლოა, შემთხვევების პიკი იყოს.

  • დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NDCD-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების რაიოდენობა მცირდება.
  • ასევე, დაამატა, რომ "სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია", ჯანდაცვის სპეციალისტებსა და რიგით მოქალაქეებს კი მოუწოდა ამ ტიპის შეფასებებისგან "თავი შეიკავონ".