უკრაინული მედიები ოკუპირებულ ყირიმში მოქმედი პროპაგანდისტულ მედიასაშუალებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები გამთენიისას იყო. სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეომასალებიც ვეცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საწყობში ოკუპანტების საბრძოლო მასალა ინახებოდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდაა ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მმართველი.

  • სუსპილნე წერს, რომ ჯანკოიას რაიონში ერთდროულად ორი ინციდენტი მოხდა: ხანკოიაში სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი და სოფელ მაისკეში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება.

დეტალები: კრემლისტური მედია რია აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაისკისში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა.

  • სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მასალის აფეთქება სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალის დროებით შესანახად ჩამონგრეული უბნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო მოხდა.
  • აფეთქების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ "დემილიტარიზაცია მოქმედებაშია".

  • "რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებული ყირიმი ეხება საწყობების აფეთქებას და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მზარდ საფრთხეს".

აქამდე ოკუპირებულ ყირიმში რუსების სამხედრო ავიადრომზე იყო აფეთქება. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, შედეგად 9 თვითმფრინავი განადგურდა.

  • ოფიციალურად უკრაინას არც მაშინ არ დაუდასტურებია, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებებთან დაბომბეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც, შესაძლოა, ამის ირიბ დასტურად მივიჩნიოთ.