Today Is Your Day ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ სახელოსნოში ბალანსბორდებს აწარმოებს.

რა არის ბალანსბორდი?

ბალანსბორდი არის მოწყობილობა, რომელიც ბერკეტისა და ლილვის მეშვეობით ამუშავებს ბრტყელ ზედაპირს (დაფას). ბალანს ბორდი არის ეფექტური მოწყობილობა, რომელიც კუნთების მაქსიმალური რაოდენობის ამუშავებით დაგეხმარებათ სხეულის კოორდინაციის გაუმჯობესებაში.

რაში გვჭირდება?

ეს მოწყობილობა განავითარებს ძირითადი კუნთების რთულ სისტემას, კონკრეტულად კი მუცლის პრესს, თეძოებსა და დუნდულების კუნთებს. სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულებისას ე.წ. "ზარმაცი' კუნთები (თითები, კისერი) ამოქმედდება.

ბევრმა არ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოწყობილობა სახლში ან სპორტ-დარბაზში.

სპორტული ფიზიოთერაპევტები, ოსთეოპატები და კვალიფიციური ტრენერები რეკომენდაციას უწევენ ბალანს ბორდზე ვარჯიშებს, რადგან კუნთების ჯგუფებსა და კუნთოვან სისტემებზე ზომიერი დატვირთვა სასარგებლოა პოსტტრავმული შედეგების სარეაბილიტაციო პროცედურებისთვის.

რატომ Today is Your Day?

გარდა იმ უპირატესობებისა, რომელიც თან ახლავს ხელით წარმოებასა და დამუშავებას არსებობს რამდენიმე დამატებითი ფაქტორი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

საფარი

წინა მხარეს დატანილია სპეციალური საღებავი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ მოჭიდებას ტერფებსა და ფეხსაცმელზე.

დატანილი საღებავი იძლევა საშუალებას დაიცვათ ბორდი მცირე დაზიანებებისაგან, რომლებსაც იწვევს მექანიკური დარტყმები. ეს ყველაფერი გვეხმარება ბორდის ვიზუალური მხარისა და სტილის შენარჩუნებაში. ზედაპირის ამგვარი საფარი ხარისხით აღემატება ნებისმიერ სტიკერს.

გრავირება

ორივე მხრიდან სპეციალური დანადგარით დატანილია ლოგო და გამოსახულება. რაც ასევე თვალსაჩინოს ხდის ბორდის სტილსა და ღირებულებას!

გადაკვრა

სპეციალური გამძლე ქსოვილის გადაკვრა, რაც უზრუნველყოფს დაფასთან მოჭიდებასა და კომფოტულ სრიალს.

რაც მთავარია, ბალასბორდზე დგომა ძალიან სახალისოა და მარტივად დაგეხმარებათ თქვენი სხეულის გაუმჯობესებაში.