ბექა დავითულიანი

14 Aug. 2022, 14:59

ჩვენ ავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე ეს 12 პუნქტი იქნება მზად. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის მერე, ალბათ, ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე. [...]

[ანგარიშში] ნუ, რაღაცა რელევანტურია, რაღაცა არა, რაღაცა, უბრალოდ, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. ნახეთ, მათთვის ბუნებრივია, რომ მთელი რიგი საკითხები ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ ასე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება. 

ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს აქვს კრიტიკული მოსაზრებები, მათი ზოგადი შეფასება არის ის, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა აღნიშნულია უკუსვლა გარკვეულ სფეროებში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ