რა წერია EU-ის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე
ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა აღნიშნულია უკუსვლა გარკვეულ სფეროებში.
რატომ არის მნიშვენლოვანი: ეს ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიშია.
- მასში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში შეთანხმების ფარგლებში გატარებული რეფორმები.
დეტალები: დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს
- ამის მიუხედავად, აღნიშნულია, რომ მომსახურების სფეროში გარკვეული შეფერხებები არსებობს.
- ანგარიშში საუბარია შარლ მიშელის შეთანხმებაზე და ნათქვამია, რომ ის ნაწილობრივ შესრულდა.
თუმცა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა. ამის მაგალითად მოყვანილია:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში;
- ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები;
- 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ ადამიანების წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;
- ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
სასამართლო რეფორმა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.
- "რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე".
- "ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა".
რუსეთის ომი უკრაინაში: EU-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ომს სერიოზული შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის უსაფრთხოების ვითარების კუთხით, რაც გამწვავდა თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის ჯარების ყოფნით.
- დოკუმენტში წერია, რომ მთავრობამ რუსეთსა და ბელარუსს სანქციები არ დაუწესა, მაგრამ მიიღო ზომები ევროკავშირის ზოგიერთი სანქციის პრაქტიკაში განსახორციელებლად და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
არჩევნები: ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა.
- EU მიიჩნევს, რომ ამან პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.
ღირსების მარში: ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს.
- "თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება, თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს.
სახალხო დამცველი: ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ომბუდსმენი და ომბუდსმენის აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავის სამეთვალყურეო როლის შესრულებას.
- "მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა".
- "ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის თბილისის პრაიდს და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს".
თანასწორი უფლებები და მოპყრობა: დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები.
- "თანასწორი უფლებები და მოპყრობა, განსაკუთრებით ლგბტიქ თემის მიმართ, 2021
წელს ზეწოლას ექვემდებარებოდა, რაც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობამ აჩვენა".
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები