ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მერიის ცნობით, მეტროსადგურ გოცირიძის მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, ამ ორი დღის განმავლობაში თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ.

დეტალები: განცხადების მიხედვით, მგზავრთა მომსახურება მეტროსადგურ დიდუბიდან სადგურის მოედნამდე შეჩერდება.

  • მატარებლები მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან დიდუბემდე და სადგურის მოედნიდან ვარკეთილამდე იმოძრავებენ .
  • მერიაში აცხადებენ, რომ მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

არქივიდან: მეტროსადგურ გოცირიძის გახსნა მეოთხედ გადაიდო. სატრანსპორტო კომპანიაში გვეუბნებიან, რომ გახსნა კიდევ კიდევ სამი თვით გაიწელა.

  • სადგურის დაზიანების შესახებ დასკვნა 4 წელზე მეტია არსებობს. ექსპერტიზის დასკვნით, მეტროსადგურს არაერთი დაზიანება ჰქონდა.

თუმცა, სატრანსპორტო კომპანიაში 2019 წელს აცხადებდნენ, რომ მეტროთი მგზავრობა "იმდენად უსაფრთხოა", რომ გამაგრებით სამუშაოებს არ გეგმავდნენ.

  • სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების შემდეგ მერიამ ტენდერი არაერთხელ გამოაცხადა — მათგან რამდენიმე არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.
  • ერთ შემთხვევაში კი მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
  • პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია.