აგვისტოს დასაწყისში Meta Platforms-ის (META) აქციების ფასმა საგრძნობლად, დაახლოებით 12%-ით მოიმატა. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

უმთავრესი მიზეზია ინვესტორების ზეწოლა აქციის ფასზე, რათა უფრო მეტი მოგება ნახონ მანამ, სანამ აშშ-ის კონგრესი მიიღებს კანონპროექტს ტექკომპანიების შესახებ. ნავარაუდევია, რომ კანონპროექტი დიდ ზიანს მოუტანს ისეთ მეგა კომპანიებს, როგორებიცაა Facebook, Amazon, Apple და ა.შ.

პარალელურად, Meta Platforms-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამული განახლება გაანახორციელა, რომელიც უმთავრესად Whatsapp-ზე დაშიფრული (encrypted) მიმოწერის გაუმჯობესებას და Instagram-ზე ახალი ფუნქციების დამატებას ეხებოდა. კორპორაციის მიერ შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩათბოთი პროგრამულად კიდევ უფრო გაუმჯობესდა. დამატებით, რაც მთავარია, მეორე კვარტლის შემოსავლების პროგნოზები გამართლდა. მეორე კვარტლის შუა პერიოდში Meta Platforms-ის მენეჯმენტსა და ინვესტორებს გარკვეული შიში ჰქონდათ შემოსავლებთან დაკავშირებით, რაც Apple-ს მიერ iOS განახლებას ეხებოდა. ეს უკანასკნელი iPhone-ის მომხმარებლების თრექინგს ზღუდავდა.

NASDAQ-ის მიხედვით, 2022 წლის 1-ლ აგვისტოს Meta Platforms-ის ერთი აქცია $159.93-ად ივაჭრებოდა, 15 აგვისტოს კი — $180.50-ად.

აშშ-ს კონგრესის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ Meta Platforms გაერთიანებულია სხვა გიგანტ ტექ კომპანიებთან ერთად. თუ კანონპროექტი ბოლომდე, დღევანდელი სახით მიიღეს, მესამე და მეოთხე კვარტალი მძიმე იქნება ამ კომპანიებისთვის. თუმცა, Meta Platforms-მა განაცხადა, რომ ინვესტორების იმედებს არ გააცრუებენ და შემუშავებული აქვთ სამოქმედო გეგმაც.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.