შესაძლოა, ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გამოიყენოს ნავთობის გადასაზიდად
ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ ყაზახეთმა ალტერნატიულ მარშრუტზე მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც მოქმედ მარშრუტს საფრთხე შეექმნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მომარაგების 1%-ია, რაც ყოველდღიურად 1,4 მილიონი ბარელია.
- ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი კასპიის მილსადენით (CPC) ხდებოდა — შავ ზღვაზე რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის გავლით.
- Reuters წერს, რომ ბოლო პერიოდში ამ მარშრუტს შეფერხებები აქვს. ივლისში რუსეთის სასამართლო დაემუქრა CPC-ის დახურვით, რამაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები სიფრთხილის მიზნით დადონ კონტრაქტები სხვასთანაც.
დეტალები: Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია Kazmunaigaz (KMG) ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანულ სოკართან, რათა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყოველწლიურად 1,5 მლნ ტონა ნავთობი გავიდეს ექსპორტზე.
- გამოცემა ასევე წყაროებზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ კონტრაქტის საბოლოო ვერსიას აგვისტოს ბოლოს მოეწერება ხელი. ტრანსპორტირება კი ერთი თვის შემდეგ დაიწყება.
- Reuters წერს იმასაც, რომ შესაძლოა, 2023 წლიდან ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გამოყენებით ყაზახეთიდან დამატებით ყოველწლიურად 3,5 მლნ ტონა ნავთობი გაიტანონ.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, დღიურად 1,2 მლნ ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია, მისი სიგრძე 1768 კმ-ია.
- BTC მარშრუტი ნიშნავს, რომ ყაზახეთს მოუწევს დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი აქტაუდან კასპიის ზღვის გავლით ბაქოში გადაიტანოს. Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, მას შეზღუდული სათადარიგო სიმძლავრე აქვს.
არქივიდან: 18 ივლისს ლაიენმა და ალიევმა გაზის მიწოდების გაფართოებაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
- ურსულა ფონ დერ ლაიენი წერდა, რომ ერთობლივი შეთანხმებით EU იღებს ვალდებულებას, გააფართოონ სამხრეთ გაზის დერეფანი და გააორმაგონ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
კომენტარები