ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

  • ე.წ. კრებსები, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილს მოიცავდა, რომელშიც შედის პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია;
  • ოფიციალურად მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა საკუთარი თავი არაერთმა ადამიანმა ამოიცნო.

დეტალები: მედიაომბუდსმენის განცხადებით, ჯამში 41 ჟურნალისტი აღმოჩნდა მოსმენების მსხვერპლი, სხვადასხვა გავლენის და სარედაქციო პოლიტიკის 14 მედიასაშუალებაში მუშაობის პროცესში.

  • ამ დროისთვის, პროკურატურამ 41 ჟურნალისტიდან, 23 ცნო დაზარალებულად.

აქამდე, მედიაომბუდსმენმა 10 ჟურნალისტის სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა.

  • მათი თქმით, საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
  • "უფლებების დარღვევის მასშტაბური საქმის გამოძიება უნდა გახდეს წინაპირობა ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის ძლიერი გარანტიების შესაქმნელად, ჟურნალისტების პირადი და საქმიანი ცხოვრების დაცვის, ასევე ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტის გასაუმჯობესებლად".