ამის შესახებ On.ge-ს კომუნიკაციების კომისიაში განუცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი პარტია მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივის.

  • ტელევიზიების წარმომადგენლები საჩივარს კრიტიკულ მედიაზე შეტევად განიხილავენ, მედიაკოალიცია კი მიიჩნევს, რომ "ოცნების" მხრიდან ფინანსური სანქცირების მოთხოვნაა პოლიტიკური დევნის მორიგი ნიშანია.
  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.

დეტალები: კომუნიკაციების კომისიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ პირველი სხდომა დღეს გაიმართა, ხოლო მომდევნო 23 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.