ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს ეხება. გადაწყვეტილება ძალაში 18 აგვისტოდან შევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს გასცემს, მაგრამ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.
  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის მოქალაქეებს მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ.
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან.

დეტალები: მოქალაქეებს, ვისაც უვკე აქვს ვიზა, ქვეყანაში შესვლა აღარ შეეძლებათ.

  • არის გამონაკლისებიც, ამ ესტონეთში შესვლას შეძლებენ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მათი ოჯახის წევრები;
  • ასევე ადამიანები, ვინც პირდაპირ არიან ჩართულნი ტვირთის გადატანაში ან მგზავრთა გადაყვანაში და მათ, ვისაც ესტონეთში ოჯახის წევრები ჰყავს.
  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

აქამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ლატვიამ.

  • ლატვიის გარდა, ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი ამბობს, რომ არასწორია, როცა რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად შესვლა შეუძლიათ.
  • თავად ესტონეთის პრემიერმინისტი კი აცხადებს, რომ ევროპაში სტუმრობა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.