SCImago არის აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუციების რანჟირების სისტემა, რომელიც აერთიანებს ინდიკატორების სამ განსხვავებულ კომპლექტს. იგი ეფუძნება კვლევისა და ინოვაციების შედეგების და სოციალური ზემოქმედების ინდიკატორებს, რომლებიც იზომება მათი ვებ ხილვადობით და ეფუძნება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს სამეცნიერო მონაცემთა ბაზას SCOPUS.

SCImago-ს 2022 წლის ინსტიტუციურ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით 8084 კვლევითი ინსტიტუცია მოხვდა და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით 738-ე ადგილი უკავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 189-ზეა, ხოლო საქართველოში კი პირველი.

რეიტინგი იხილეთ ამ ბმულზე.