სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში მყოფი ვსევლოდ ოსიპოვი, რომელიც ამბობს, რომ ის საქართველოში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო, ორჯერ გამოიკითხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვსევოლოდ ოსიპოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამბობს, რომ წარსულში რუსეთის FSB-თვის მუშაობდა. მან თავდაპირველად რუსეთის კრიტიკულ მედიას, მედუზას მისცა ინტერვიუ. მოგვიანებით კი ქართულ მედიასაც, მათ შორის რადიო თავისუფლებას 18 ივლისს.

  • ოსიპოვი ამბობს, რომ მოსკოვში ლიბერტარიანულ პარტიაში (LPR) ჯაშუშობის შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში თბილისში გაგზავნეს დავალებით, დაკვირვებოდა რუს დისიდენტებს, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ.
  • აცხადებს, რომ რუსეთში ერთ-ერთ დემონსტრაციაზე დააკავეს, გათავისუფლების სანაცვლოდ კი ინფორმატორობა მოსთხოვეს.

დღეს, 11 აგვისტოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე პროკურატურაში მივიდა და განცხადება შეიტანა ოსიპოვის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

  • მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში გააჩნიათ უკონტროლო შემოდინებაზე რუსეთის ფედერაციის მხრდან, ხელისუფლება ფასადურადაც კი არ რეაგირებს.
  • "სუს, რომელიც დასდევს ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც იმ ინფორმაციაზე, რაც საჯაროა და მედიაში ვრცელდება, რეაგირება მოახდინონ".
  • სუს-ში On.ge-ს უთხრა, რომ ვსევოლოდ ოსიპოვი უწყებაში გამოკითხვაზე ორჯერ, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდა.

ოსიპოვი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ აღიარების შემდეგ, მასზე დიდი ზეწოლა არ ყოფილა. მისი თქმით, უბრალოდ პაიკია და არ ფიქრობს, რომ ვინმეს გამოუგზავნიან, ვინც გაიტაცებს.

  • "მე თავად არ შემიძლია საკუთარ თავს შევუნდო, მით უფრო არ მოვითხოვ, რომ სხვებმა მაპატიონ".