პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილმა დაკავებამდე დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა და გაასაჯაროვებდა. დაკავების შემდეგ კი წერს წერილებს, რომლებშიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე მიუთითებს.

  • 27 ივლისს მან ციხიდან განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ "მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები" მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ.

დეტალები: გოგაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს.

  • "შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა".
  • ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ოჯახთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას და მხილების კამპანიას სამართლიანობისთვის.

გოგაშვილი თხოვნით მიმართავს სახალო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, დაიცვან მისი ოჯახი.

  • ასევე, მიმართავს ნათესავებს და მეგობრებს, ფიზიკურად დაიცვან მისი ოჯახი.

არქივიდან: 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.

  • 26 ივლისს გოგაშვილიმა ვრცელ წერილს გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა. წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
  • ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.
  • ასევე, გოგაშვილის თქმით, ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ქისტი "ქილერისთვის" ჰქონდა დავალებული, რათა მაჩალიკაშვილისთვის დაებრალებინათ.