ქორწინებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჯონი დეპმა როლი პირველად მაივენ ლე ბესკოს ახალი ფილმში მიიღო. ფილმს Jeanne du Barry ჰქვია, რომელშიც ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს ასრულებს.

Jeanne du Barry-ის გადაღებები ივლისში დაიწყო, რომელშიც პარიზის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ვიხილავთ, მათ შორის ვერსალის სასახლესაც. ფილმის სიუჟეტი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უფრო მაღალ სოციალურ წრეებში ცდილობს მოხვედრას. ქალი ვერსალის სასახლემდეც მიაღწევს და მას მეფე ლუი XV უყვარდება.

ფოტო: Getty Images

ჯონი დეპი, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, 2020 წელს გამოსულ ფილმ Minamata-ში მონაწილეობის შემდეგ როლზე არ დაუმტკიცებიათ. ამ როლზეც 2018 წელს დაამტკიცეს და გადაღებები 2019-ში მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ ამ სკანდალის შემდეგ ჯონი დეპს ახალი როლები არ მიუღია, Warner Bros-მა მისი კანდიდატურა Fantastic Beasts-დან დამტკიცების შემდეგ მოხსნა და მსახიობი მადს მიკელსენით ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა. სასამართლომ ჯონი დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $15 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა.