მაკფოლის თქმით, სანქციები შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც პირდაპირ და ირიბად ეხმარება პუტინის ომს
რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა ამის შესახებ რუსეთის კვლევის ცენტრთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მაკფოლი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორია.
- 6 ივლისს მაკფოლმა თქვა, რომ იწყებდნენ მსჯელობას სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოსა და ბელარუსის წარმომადგენლების სანქცირებაზე.
დეტალები: მაიკლ მაკფოლის თქმით, სანქციების ჯგუფი დამოუკიდებელი და არაპარტიულია, აქვს ბევრი ქვეჯგუფი და ყოველ კვირას ხვდებიან ერთმანეთს.
- მაკფოლი ამბობს, რომ ჯგუფის წევრები არიან აშშ-დან, უკრაინიდან, გერმანიიდან, რუსეთიდანაც კი. ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოდან.
მაკფოლის განცხადებით, ჯგუფის წევრებიდან ზოგიერთს ჰქონდა სურვილი, ემსჯელა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეების სანქცირების რეკომენდაციის გაცემაზე.
- მისი თქმით, ერთ-ერთი ქვეჯგუფის შეფასებით, თუ სურთ უფრო ეფექტურები იყვნენ, რუსეთს უნდა გასცდნენ და მაგალითად სანქციები დაუწესონ გერმანიის, საქართველოს მოქალაქეებს.
- თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან წინააღმდეგობრივია. მაკფოლმა თქვა ისიც, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
- "ჩვენს ჯგუფში ბევრს სურს, კვლავ რუსებზე ვკონცენტრირდეთ. ამიტომ, დღეს მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოოთ სანქციების შესახებ ჩვენი რეკომენდაციები რუსეთს მიღმა ცალკეულ პირებზე.".
ვინ შეიძლება დასანქცირდნენ: მაკფოლს არ დაუსახელებია კონკრეტული პირები, ვისი დასანქცირების შესახებაც, შეიძლება, გასცენ რეკომენდაცია.
- "თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო".
- მაკფოლმა თქვა ისიც, რომ შესაძლოა, პერსონალურად ჩართული არ ხარ ომში, მაგრამ, თუ მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იზიარებ.
- მან ისაუბრა გერმანიის ყოფილ კანცლერზე, გერჰარდ შრედერზე და თქვა, რომ მას სურს, "შეცვალოს თავისი აფილირება რუსეთთან ამ არგუმენტით".
- "ეს შეიძლება იყოს ყველა პირი, კომპანია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს უკრაინაში. მათ პასუხი უნდა აგონ. ეს ომი ბარბაროსულია".
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები