"ჩვენ რა შუაში ვართ", — ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტის კითხვას იღებს თუ არა კიევი პასუხისმგებლობას ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 9 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომთან საკიში აფეთქებები იყო.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.
  • ეს ის ბაზაა, საიდანაც საფრენი აპარატები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ.
  • გავრცელდა კადრები, რომლებიც აფეთქებების მასშტაბს ასახავს — ვიდეო აეროდრომიდან დაახლოებით 500 მეტრშია გადაღებული.

პოდოლიაკის თქმით, ყირიმში ძლიერი აფეთქებები შეიძლება იყოს რუსული არმიის არაეფექტური მენეჯმენტის შედეგი.

  • მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შეიძლოა, პარტიზანებს გაეკეთებინათ.
  • მის გარდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვერ ადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას.

Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო წარმომადგენელმა კი თქვა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, აეროდრომ დარტყმა, შესაძლოა, უკრაინამ მიიტანა, თუმცა, აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

რაც შეეხება ამერიკული ომის შემსწავლელ ინსტიტუტს (ISW), მათ გაანალიზეს ხერსონის ოლქში, რუსული ჯარის ზურგში და ყირიმის აეროდრომზე მომხდარ გუშინდელ აფეთქებებს.

  • ISW-ის განცხადებით, რუსეთს სურვილი არ აქვს, უკრაინა დაადანაშაულოს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ობიექტებზე თავდასხმაში, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას.

სტრიქონებს შორის: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის დანაკარგების მონაცემები გაანაახლა, სადაც წერია, რომ გუშინ, 9 აგვისტოს, უკრაინამ 9 თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს.

  • თუმცა უკრაინის გენშტაბი ყირიმში მომხდარი აფეთქების შესახებ არაფერს წერს.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ასევე წერს, რომ განადგურდა 9 თვითმფრინავი.

ოფიციალურად უკრაინას არც გუშინ დაუდასტურებია, რომ სამხედრო აეროდრომი მათ დაბომბეს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც, ზოგიერთებისთვის ამის ირიბი მტკივებულება იყო.

  • უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი.
  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა მომხდარზე თქვა, რომ "რუსული ჩვევა მოწიონ კოშკთან მათ საბოლოოდ გაანადგურებს".
  • უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინისა და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით — მისი გათავისუფლებით.

ყირიმის ნახევარკუნძულის სრული ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები მოაწყო.

  • 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ყირიმის ნახევარკუნძულიდანაც შეიჭრა.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.