აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება წვრთნას და საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინული ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც ტერიტორიებს ნაღმებისგან გაათავისუფლებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 16 მილიონი ჰექტარი დანაღმა.

დეტალები: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის უკანონო შემოჭრის შემდეგ, ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიები სავსეა ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

  • "მათი აფეთქების საფრთხე ბლოკავს ნაყოფიერ მიწაზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციას, აფერხებს ლტოლვილების სახლში დაბრუნებას და აგრძელებს უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და დასახიჩრებას".
  • დეპარტამენტის თქმით, უკრაინელებმა მარტის ბოლოდან გააუნებელყოფეს დაახლოებით 160 000 რუსული ნაღმი, მაგრამ ხუთი მილიონი უკრაინელი ცხოვრობს იმ ადგილებში, სადაც რუსეთის მიერ დატოვებული ნაღმები კვლავ სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს.