მედიაკოალიცია ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციების კომისიაში მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება და პარტიის მოთხოვნას საგანგაშოს უწოდებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი პარტია #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო ჩივის.

  • ამტკიცებენ, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსსა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.
  • ტელევიზიების წარმომადგენლები სარჩელს კრიტიკულ მედიაზე შეტევად განიხილავენ.
  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.

დეტალები: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებისთვის ხელშეშლაა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და ქვეყანაში პლურალიზმს უშლის ხელს.

  • კოალიციაში აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ეს კრიტიკული მედიის დაჯარიმების პირველი შემთხვევა არ არ არის და გასულ წლებში მთავარი არხი უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა.

კოალიციაში განმარტავენ, რომ წინასაარჩევნოდ მიიჩნევა ვიდეორგოლი, რომლის მიზანი პრეზიდენტის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებითი ორგანოს, მერის არჩევის ხელშეწყობაა.

  • აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები უნდა შეფასდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა შეფასდეს მისი ფორმალური მხარე.
  • "რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი".
  • "აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს".

ორგანიზაცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, არ გააგრძელონ კრიტიკული მედიის შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები გაითვალისწინოს.