თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, გივი ჩხარტიშვილმა ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უმრავლესობის დეპუტატი სხდომაზე ამბობდა, რომ სირცხვილიას მხრიდან პროვოკაციული პერფორმანსები ეწყობა.

  • მისი თქმით, ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობის მზაკვრული გეგმები ქვეყნის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით ჩავარდა".
  • დეპუტატი ფიქრობს, რომ ენმ-ს "ახალი სქემა აქვს შემუშავებული, რათა საზოგადოებაში აურზაური გამოიწვიონ".

დეტალები: მისი თქმით, ენმ ცდილობს შექმნას ისეთი ფონი, თითქოს რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში რჩებიან.

  • "ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ჩვენი თავმდაბლობა აუცილებლად, ერის წინაშე მაქვს საუბარი, გამოვიჩინოთ და შესაბამისად მივყვეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას", — თქვა მან.

ფართო სურათი: მხოლოდ 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის 156 737 მოქალაქე შემოვიდა.

  • ამასთან, გასულ კვირაში დედაენის ბარი, რომელსაც ანტიოკუპაციური მიდგომა და რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური წესები აქვს, ასევე, ღიად უჭერს უკრაინას მხარს, კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.
  • ასევე, რუსეთის მოქალაქეებმა ბარის სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველი კომენტარები დაწერეს.

არქივიდან: რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიციას ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

  • ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა სავიზო რეჟიმის დაწესების მოწოდებასაც კი ომში ჩართვას უკავშირებს