რუსული სახელმწიფო მედია Tass ოკუპირებული დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი მებრძოლი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი ცდილობს აზოვსტალის მცველებზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პროპაგანდა გაავრცელოს.

  • ამის გამო ოკუპანტი ქვეყანა სხვადასხვა ისტორიას იგონებენ და ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მებრძოლები "ნაცისტები", "კრიმინალები" და "ქვეყნის მოღალატეები" არიან.

რუსული მედია წერს, რომ უკრაინელი სამხედრო დათვები SS-ის წევრი იყო, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

  • მედიის მტკიცებით, მან ნარკოტიკების მიღება აზოვსტალში ტყვედ აყვანამდე დაიწყო, რამაც ქრონიკული დაავადებების პროვოცირება გამოიწვია.
  • როგორც მათი წყარო ამბობს, გარდაცვლილი სამხედროს საქმე დაიხურება, თუმცა სასამართლო მის ჩვენებებს გამოიყენებს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან სავარაუდო კავშირის საჩვენებლად ბატალიონის სახელს SS დაუმატეს.

  • უკრაინსკა პრავდას ცნობით, SS-ს არანაირი კავშირი არ აქვს დათვებთან, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ისინი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.
  • ასევე, მედია მათი გერბის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ SS მათ სახელთან ნახსენები არაა.

ფოტო: Ukrainska Pravda