სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1500 ლარი აიღო.

დეტალები: გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

  • დანაშაული თავისუფლების 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • მათივე თქმით, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.