საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში ჰკითხავენ. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა პრესსამსახურში განუცხადეს.

13 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორდია თავდასხმას თავისი სამსახურის მიერ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შორის ინციდენტი კერძო დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენებით განეიტრალდა.