ფილტვის კიბოს ძირითადი პროტოკოლის (ფილტვის-MAP) ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი სიახლე გავიგეთ. პაციენტებს, რომლებიც სიმსივნის რამუცირუმაბითა (Cyramza) და პემბროლიზუმაბით (Keytruda) კომბინირებულ მკურნალობას გადიოდნენ, ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე ცალკეული მედიკამენტების მიღებისას.

დასკვნები ჟურნალ Clinical Oncology-ში გამოქვეყნდა და ასევე წარმოდგენილი იყო კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) 2022 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიკაგოში.

კარენ რეკამპი არის მედიცინის დოქტორი და კლინიკური კვლევების დირექტორის თანაშემწე. კვლევის შედეგები მან წარმოადგინა ASCO-ს კონფერენციაზე.

"ეს არის პირველი კვლევა, რომელიც აჩვენებს პირდაპირ სარგებელს ICI და VEGFR ინჰიბიციით. ეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ფილტვის კიბო და განიცადეს სიმსივნის პროგრესირება წინა ICI-ზე", — თქვა რეკამპმა.

პემბროლიზუმაბი არის იმუნოთერაპიული მედიკამენტების ერთ-ერთი კლასი, რომელიც ცნობილია, როგორც იმუნური ინჰიბიტორები (ICIs), ხოლო რამუცირუმაბი არის სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ინჰიბიტორი. ეს მედიკამენტების კლასი ბლოკავს სისხლძარღვების ფორმირებისთვის საჭირო ფერმენტს.

კვლევაში 136 პაციენტი იყო ჩართული, კიბოს IV სტადიით ან მორეციდივე არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოთი. კონკრეტული პაციენტები ადრე მკურნალობდნენ ICI-ით. ძველი მკურნალობის ყველა შემთხვევაში, პაციენტების სიმსივნე საბოლოოდ გახდა რეზისტენტული წამლების მიმართ და ის უფრო გაიზარდა.

თუმცა, კიბოს წამლების ახალმა კომბინაციამ სიკვდილის რისკი 31%-ით შეამცირა.

"ეს შედეგები პარადიგმის შეცვლის პოტენციალის მქონეა. დანარჩენისთვის შემდეგი უფრო მასშტაბური კვლევები იქნება საჭირო", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.